Saturday, November 23, 2013

ზამთარი

ზამთარი

ზამთარი

სურათის აღწერის სქემა

საფეხური I
·         ხელოვანის ვინაობა
·         დრო (ეპოქა)
·         სახვითი ხელოვნების დარგი (ფერწერა,გრაფიკა... )
·         ჯანრი (პორტრეტი ,ნატურმორტი,პეიზაჟი,ყოფითი ჟანრი...)
·         ნაწარმოების სათაური
·         მასალა (ზეთი,აკვარელი,ფანქარი...)


საფეხური II
·         ჩამოთვალეთ რას ხედავთ სურათზე;აღწერეთ გარემო;დაიწყეთ იმით რაც მთავარია და დაასრულეთ მეორეხარისხოვანი,დამხმარე დეტალებით.

საფეხური III
·         დააკვირდით სახვითი ხელოვნების ელემენტებს,რომლებიც განსაზღვრავს ნაწარმოების თავისებურებას.ეს ელემენტებია:
ხაზი,ფერი,ფორმა,ფაქტურა

საფეხური IV
·         გაითვალისწინეთ ის პრინციპები რომლებიც განსაზღვრავს ნაწარმოების თავისებურებას.სახვითიხელოვნებისპრინციპებია:კოლორიტი,გრადაცია,მრავალფეოვნებ,აწონასწორობა,სტატიკა (დინამიკა),რიტმი,სივრცით და ხაზობრივი პერსპექტივა.

საფეხური VI

·         შენი აზრით რისი თქმა სურდა მხატვარს?რას ფიქრობ ამ ნაწარმოებზე?

სანდრო ბოტიჩელი,გაზახული

რაფაელი,ათენის სკოლა

პიეტრო პერუჯინო,გასაღების გადაცემა.

Thursday, November 21, 2013

Цветок в вазе
Фото <a href="/user/682">elena13</a>:
Открытка Новый год Аппликация Квиллинг И еще один новогодний гномик Бисер Бумага гофрированная Бумажные полосы

ცხენი

Картина панно рисунок Новый год Витраж Синяя лошадь - витраж Краска фото 1

ახალი წელი

Поделка изделие Новый год Бумагопластика Бумагопластика Бумага фото 1

ნაძვის ხე

Открытка Новый год Аппликация Торцевание Новогодние открытки Бумага Бумага гофрированная Картон Кофе фото 1

ნაძვის ხე

Коллективная работа Новый год Торцевание Альтернативная новогодняя ель Бумага гофрированная

ახალი წელი

Картина панно рисунок Мастер-класс Новый год Рисование и живопись Снеговичок на конкурс В ожидании Нового года I часть Гуашь фото 1

mxiaruli kaktusi

Поделка изделие Новый год Кактус дед мороз

Tuesday, November 19, 2013

კატაკომბები და პირველი ქრისტიანები

ქრისტიანული ხელოვნება კატაკომბებში აღმოცენდა. იგი გაჩნდა იმ დროს, როცა ხელოვნება, რომელიც მიისწრაფოდა ადამიანის სხეულის ფორმისა და მოცულობისკენ, შეცვალა თავისებურმა ექსპრესიონიზმმა. სულის მოძრაობათა ფერწერული გამოსახვის ახალი ძიება საუკეთესოდ პასუხობდა პირველ ქრისტიან მხატვართა მისწრაფებებს. კატაკომბები პირველ რიგში მიწისქვეშა საფლავები იყო, სადაც ქრისტიანები მიდიოდნენ თავიანთ წმიდა მიცვალებულთა თაყვანისსაცემად.
სამი ყრმა ცეცხლოვან ღუმელში.
პრისკილას კატაკომბის ფრესკა
რადგან ქრისტიანობა დევნაში იყო, იგი მოითხოვდა თავის მიმდევართა დიდ მსხვერპლს. აქედანაა ხატების თემატიკა, რომელიც მოგვითხრობს თავის მოწამეებზე, ხოლო თუ სიუჟეტი ძველი აღთქმიდან იყო, მოგვითხრობდა ღვთის შეწევნაზე თავისი ერისთვის: ნოე, აბრაამი, ეგვიპტის ფარაონი, მოსე, რომელიც კვერთხით აღმოაცენებს წყალს კლდიდან და ა.შ. ხშირად გვხვდება ძველი აღთქმის სცენები, რომლებიც გამოსახავენ სამ ყრმას ცეცხლოვან ღუმელში, დანიელს, რომელიც იცავს გარყვნილი მოხუცების მიერ მრუშობაში დადანაშაულებულ სუსანას. ქრისტიანი მხატვრები ფართოდ იყენებდნენ თავისი დროის წარმართული წარმოსახვის წყაროებს. ასე, მაგალითად: ანტიკურ დროს დიდ დაფასებაში იყვნენ ფილოსოფოსები. იმ დროის მრავალი ნაწარმოები გამოსახავდა ნახევარ წრეზე მჯდომარე ბრძენკაცებს (ეს მოტივი აისახება სულთმოფენობის ხატზე, სადაც ასე არიან განლაგებული მოციქულები), ერთი მათგანი კი ასწავლის დანარჩენთ. ქრისტიანობამ ძალიან სწრაფად აითვისა და გადაამუშავა ეს ნიმუშები. ასე გახდა სიბრძნე - ქრისტე, უდიდესი ფილოსოფოსი. აღმოსავლეთში ყველაზე მიღებულ ამ სიუჟეტს მიეძღვნა „აია სოფია“ (ბერძ. „წმიდა სიბრძნე“), იუსტინიანე I მიერ 537 წელს კონსტანტინეპოლში აგებული ტაძარი, რომელიც აღმოსავლეთის ქრისტიანობის გული იყო, თურქების მიერ 1453 წელს კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე, რომლებმაც იგი მეჩეთად აქციეს.
ასე რომ, ქრისტიანებმა აითვისეს და გადაამუშავეს წარმართული სიმბოლიკა. წელიწადის დროთა განახლება გახდა მკვდრეთით აღდგომის სიმბოლო. ფარშევანგი, მტრედი, პალმა და ბაღი გვახსენებს სამოთხეს.
მაგრამ ქრისტიანობა არ შემოიფარგლება მზა სიმბოლიკის მარტივი ათვისებით, ჩნდება ახალი სიმბოლოებიც, განსაკუთრებით II საუკუნეში. ასე მაგალითად, მოგვთა თაყვანისცემა განასახიერებს წარმართთა მოქცევას ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, პურის გამრავლება - საიდუმლო სერობას, ვაზი - მონათლულში ღვთიური სიცოცხლის საიდუმლოებას.
ეს ხელოვნება, რა თქმა უნდა, ატარებდა დიდაქტიკურ ხასიათს, ქრისტიანი მხატვრები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ, გაეძლიერებინათ და განევითარებინათ ახალმოქცეულთა რწმენა. სიმბოლოთა ენა იძლეოდა საშუალებას ამეტყველებულიყო ის, რასაც სიტყვით ვერ გამოთქვამდი. მტრულად განწყობილი წარმართული სამყაროს გარემოცვაში სიმბოლოები გარკვეული საიდუმლო კოდის როლს ასრულებდნენ, რომელსაც ნელ-ნელა უხსნიდნენ კათაკმევლებს. დევნისა და წაბილწვის შიშით პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ჯვარს ძირითადად გამოსახავდნენ როგორც ღუზას, სამთითს, ან უბრალოდ, როგორც ქრისტეს სახელის ბერძნულ მონოგრამას (), ყველაზე გავრცელებულ და მნიშვნელოვან სიმბოლოდ, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული III ს-ში, იყო თევზი, ძველად თევზი სიუხვის სიმბოლოდ ითვლებოდა, მოგვიანებით რომაელებში ეზოთერიზმის (ფარული, საიდუმლო) სიმბოლო გახდა. ქრისტიანობაში იგი სარწმუნოების სიმბოლოს მოკლე ფორმულად იქცა, ბერძნული სიტყვა ΙΧΘΥΣ (თევზი), რომელიც ხუთი ასოსაგან შედგება, წარმოადგენს შემდეგი ფრაზის აბრევიატურას 'Ιησόυς Χριστός Θεού 'Υιός Σοτήρ, რაც ნიშნავს „იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი“.
ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ეს სიმბოლო ყველგან გამოიყენებოდა, რაზედაც ამბობს კლიმენტი ალექსანდრიელი (+215). „ჩვენი ბეჭედი უნდა მოირთოს მტრედით, ან თევზით, ან გემით, ან ლირით, როგორც ამას პოლიკარპე აკეთებდა, ან ღუზით...“ („პედაგოგი“ III, 11,59,2).
იმდროინდელი ქრისტიანული სიმბოლიკის თემატური და სტილისტური ერთიანობა სრულიად გასაგებია, მაშინ ხომ იტალიის, ჩრდილოეთ აფრიკის, ესპანეთისა და მცირე აზიის ადგილობრივ ეკლესიებს შორის ძალიან მჭიდრო კავშირები არსებობდა.

ქრისტიანობის გამარჯვება

312 წელს კონსტანტინეს მაქსენციუსზე გამარჯვების შედეგად, რომელიც ქრისტე ღმერთის წყალობით მოხდა, 313 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა და მსოფლიო არენაზე გამოჩნდა. ქრისტიანული ხელოვნება გამოვიდა კატაკომბებიდან წარმართული ტრადიციის სიუჟეტებით გამდიდრებული. ეს ძალზედ ამაღელვებელი იყო! ქრისტიანებს დაუბრუნეს ჩამორთმეული ქონება. მხატვრები, რომლებიც ადრე მალულად წერდნენ, იწყებენ ახალი რელიგიისათვის ოფიციალურ მსახურებას. მორწმუნეთა განათლებასა და წარმართთა მოქცევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა არა მხოლოდ დეკორატიული ხელოვნება და არქიტექტურა, არამედ ფერწერაც. იმპერატორების მიერ ახალი რელიგიის მიღებამ მასიური მოქცევა გამოიწვია ქრისტიანობაზე. კონსტანტინე დიდმა გასცა განკარგულება, აეშენებინათ მშვენიერი ტაძრები. მის მაგალითს მრავალი მეცენატი მიჰყვა. მორწმუნეებს სურდათ ენახათ ტაძრებში წმიდა ნაწილები და რელიქვიები, რომლებიც წმინდანებს უკავშირდებოდა, ხოლო დაახლოებით IV საუკუნიდან ეკლესიამ დააკანონა ხატწერა, რითაც განამტკიცა იმ დროისათვის არსებული ტრადიცია. ხატები იძლეოდნენ საშუალებას შენარჩეუნებულიყო მათზე გამოსახულთა ხსოვნა და მათთვის პატივის მიგება, თუმცა ამან გამოიწვია გარკვეულ ეპისკოპოსთა მძლავრი ოპოზიცია.
კონსტანტინეპოლი 330 წელს გამოცხადდა იმპერიის ახალ დედაქალაქად და საუკუნეების მანძილზე წმიდა ქალაქად იქცა, რომელშიც ყოველდღიური საერო ცხოვრება საკრალურ სფეროს ერწყმოდა. ბიზანტიის რომეელი იმპერატორების პრესტიჟს IV ს-ში შეესაბამებოდა ქრისტეს ახლებური გამოსახულება, არა ფილოსოფოსის ან მეცნიერის სახით, არამედ ახალგაზრდა სასიამოვნო გმირის სახით, რომელიც ბასილევსის (იმპერატორის) ტახტზე იყო დაბრძანებული. უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტეს სამყაროს მეუფედ აღიარებამ, ხოლო იმპერატორის - მის ამქვეყნიურ წარმომადგენლად გამოცხადებამ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ღრმა კავშირი დაამყარა, თუმცა ეს გარკვეულ უთანხმოებათა გარეშე არ ხერხდებოდა. იმპერატორი თავისი იმპერიისა და მასში მცხოვრები ყოველი ადამიანის აბსოლუტური მმართველი გახდა. ქრისტეს გამოსახულებებს თაყვანს სცემდნენ ბასილევსის პორტრეტებთან თანასწორად.
ასეთი კულტის მკაფიო მაგალითია - კონსტანტინეპოლის კურთხევის ცერემონიალი. იმპერატორს ზარ-ზეიმით დაატარებდნენ პროცესიით ქალაქის ქუჩებში, ხალხი კი მისი მოახლოებისას მუხლებზე იჩოქებდა. ამაში ჩანს წარმართობის აშკარა მემკვიდრეობა: იმპერატორმა, რომელიც ცნეს ქრისტიანობის მფარველად (თუმცა საბოლოოდ ის მხოლოდ სასიკვდილო სარეცელზე მოექცა), არ უარყო თავისი პიროვნების კულტი. თუმცა, ნელ-ნელა, თანმიმდევრულად ის თაყვანისცემა, რომელიც აღევლინებოდა იმპერატორის მიმართ ქრისტეს თაყვანისცემისკენ ინაცვლებდა.

- See more at: http://www.orthodoxy.ge/khatebi/keno/khati1.htm#sthash.nJFD3lTI.dpuf

ROMIS KATAKOMBEBI

ROMIS KATAKOMBEBI

ROMIS KATAKOMBEBI

ROMIS KATAKOMBEBI

ROMIS KATAKOMBEBI

Thursday, November 14, 2013

mona liza

ლეონარდო და ვინჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
ლეონარდო და ვინჩი
Leonardo da Vinci
Leonardo self.jpg
ლეონარდო და ვინჩის ავტოპორტრეტი
დაიბადა:15 აპრილი1452
Flag of Florence.svg ვინჩისთანახლოს, ფლორენციის რესპუბლიკა
გარდაიცვალა:2 მაისი1519 (67 წლის)
Touraine flag.svg კლო-ლიუსიისციხე-სიმაგრე,ამბუაზთან ახლოს,ტურენის საჰერცოგო
ეროვნება:იტალიის დროშა იტალიელი
სფერო:ხელოვნებისა დამეცნიერების მრავალი და სხვადასხვა სფერო
მომზადება:ანდრეა ვეროკიო
ცნობილი ნამუშევრები:მონა ლიზა
საიდუმლო სერობა
ვიტრუვიანელი ადამიანი
ქალი ყარყუმით
ბრძოლა ანგიართან
პარტნიორები:ლუდოვიკო სფორცა
ფრანსუა I
ცეზარე ბორჯია
მან გავლენა მოახდინა:ლეონარდესკი
რაფაელ სანტი
ხელმოწერა:
Firma de Leonardo Da Vinci.svg
ლეონარდო და ვინჩი (იტალLeonardo da Vinci; დ. 15 აპრილი1452ვინჩიიტალია – გ. 2 მაისი1519ამბუაზისაფრანგეთი) — აღორძინების ხანისიტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველაზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა - კატერინა, უბრალო ქალი იყო. ლეონარდო მათ უკანონოდ შეეძინათ; იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით.
1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში -ანდრეა ვეროკიოს მიაბარა. 1460-1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა.
1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა.
1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო („მავრი“), სფორცას გვარის დიდებული. მან ლეონარდო, როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა „ტრაქტატი ფერწერაზე“ — ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი.
მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს: მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის — „ფრანჩესკო სფორცა“.
1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდოსაც გაცლა მოუხდა. მომდევნო წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით, ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის - ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში დაბრუნდა.
მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო „მადონა ლიტა“. მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილება „საიდუმლო სერობა“ (1496-1497), რომელიც აგრეთვე მილანში, „სანტა მარია დელა გრაციას“ მონასტრის ერთ-ერთ კედელზეა დახატული. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიურობა, ღვთიურობა. ლეონარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს, ეს კი მას დიდ დროს ართმევდა. ფრესკა ტაძრის ნესტიან კედელზეა დახატული, რის გამოც ძალიან დაზიანდა, 1954წელს მოხდა მისი რესტავრაცია. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ პოულობდა ადგილს, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდა. 1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომშიპავიაშიბოლონიასა დასაფრანგეთში1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია, უკვე ფრანგთა მეფის — ლუი XII-ის სამსახურში. საერთო ჯამში, მან 23 წელი დაჰყო მილანში.
ლეონარდოს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია „მონა ლიზას“ პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და „ჯოკონდას“ სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ-მკერამდე ხატავდნენ.
1513-1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანცისკ I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს ამბუაზის მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარისკულპტორიარქიტექტორიმეცნიერი და ინჟინერი იყო.
ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუს ციხე-სიმაგრეში. გადმოცემით, იგი ფლობდა დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ რომ „ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვა“.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

  • ლეონარდო და ვინჩის ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად თავისი მეთოდები ჰქონდა:
  1. იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ;
  2. ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და შეცდომებიდან;
  3. მუდამ განაახლე, გამოთვალე შენი ემოციების მარაგი;
  4. მიიღე და გაიაზრე პარადოქსები;
  5. გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით;
  6. შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე;
  7. დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე!..
  • „საიდუმლო სერობის“ შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება - იუდას სახით.
ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო. ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა. გარკვეული ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და ლეონარდომ დახატა იუდა - მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა:„
- ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!
- კი მაგრამ, საიდან?. - გაუკვირდა ლეონარდოს.
- სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა... ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა...“
  • ლეონარდო და ვინჩი იყო ერთ-ერთი უპირველესი მათ შორის რომელმაც შექმნა ორმაგი მირორენცეფალიოტური კონფურომა(ლათ. „Mirroren-cefaliotic Confuromja“). ეს თეორია ლათინურად სიტყვა-სიტყვით ნიშნავს: „mirroren“ - ორმაგი, „cefaliotic“ - (ცეფალიოტური) სააზროვნო, „confuromja“ - (კონფურომა) დანიშნულება.

ფერწერა[რედაქტირება]